„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ გამოუყენებელი საგოლე მომენტების გამო დაისაჯნენ.
„ბარსელონამ“ გამარჯვებისთვის საკმარისი საგოლე მომენტები შექმნა. ერთი ქულით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ეს გუნდს ღირებულებას არ უკარგავს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საღამოს ქულები აშკარა ფავორიტმა დაკარგა.
შეტევაში საკმარისად ეფექტური არ ვიყავით, რის გამოც საბოლოოდ საფასურის გადახდა მოგვიწია. უსამართლობა იქნებოდა რომ წაგვეგო. ახლა ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვართ და ამიტომ, ბრძოლას ვაგრძელებთ”, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 39 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი ევროპა ლიგაზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ 17 თებერვალს ჩაატარებს.