საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ნიკოლა ანელკა, ჟურნალისტებს „რეალ“ -“პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის მოსალოდნელი მერვედფინალის წინ, ლიონელ მესის შესახებ ესაუბრა.
„მესი მთელი ცხოვრება „ბარსელონაში“ თამაშობდა და ახლა პარიზულ კლუბში ადაპტირება უჭირს. მისთვის პსჟ-ში ყველაფერი ახალია.
არ მგონია მას „ბარსელონადან“ წასვლა სდომოდა. იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა.
პარიზი კი მისთვის ახალი სამყაროა. მაგრამ მესი მესია და სწორედ ასეთ დიდ მატჩებში ამტკიცებს ხოლმე რომ ფასდაუდებელი ფეხბურთელია. ვფიქრობ, „რეალის“ წინააღმდეგ ის განსაკუთრებულად ითამაშებს“ – ციტირებს ანელკას სიტყვებს Marca.
შეგახსებთ, რომ მიმდნარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესიმ ხუთ მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა.
„რეალისა“ და პსჟ-ის პირველი მერვედფინალური მატჩი 15 თებერვალს პარიზში გაიმართება, საპასუხო კი - 9 მარტს მადრიდში.