NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსი" დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და 107:131 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 05:53 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 1 მოხსნითა და 1 დაფარებით დაეხმარა. ქართველ კალათბურთელს მეტოქის კალათისკენ ბურთი არ უსვრია, შესაბამისად, თამაში უქულოდ დაასრულა.
„ბაქსში“ ყველაზე შედეგიანები კრის მიდლტონი და ჯრუ ჰოლიდეი იყვნენ, რომლებმაც 21-21 ქულა მიითვალეს, ხოლო იანის ანტეტოკუნპოს ანგარიშზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი იყო.
„ფინიქსში“ დეანდრე ეიტონი 27 ქულით გამოირჩა, 18 ქულა დააგროვა მიკალ ბრიჯესმა, ხოლო 17-17 ქულა მიითვალეს დევინ ბუკერმა და კრის პოლმა.
„მილუოკი ბაქსმა“ 4-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 22 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 თებერვალს, შინ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ გამართავს.