ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ვალენსიას“ ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ბილბაოსთან“ 90 წუთი ითამაშა.
მატჩის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელის თამაში ესპანურმა გამოცემა AS-მა შემდეგნაირად შეაფასა:
„როცა ბურთი ფეხებთან ჰქონდა, რაღაც ეჭვები გააჩინა. დიახაბის ზედმეტად ძლიერი პასის მერე, ბურთი ვერ გააჩერა და ის კარს სასწაულებრივ ასცდა. თუმცა, ძალიან კარგი იყო მაღალ ბურთებსა და კარის ხაზზეც, სადაც მან ახლო ძელთან ინიაკი უილიამსის ძლიერი დარტყმა დაბლოკა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (7 ლა ლიგაში და 1 სამეფო თასზე). „ბილბაოსთან“ საპასუხო მატჩს „ვალენსია“ „მესტალიაზე“ 3 მარტს გამართავს, ხოლო ლა ლიგის უახლოეს ტურში 13 თებერვალს, „ალავესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.