ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ თავისი ნიდერლანდელი თავდამსხმელის, მემფის დეპაის გაყიდვას აპირებს - გვამცნობს Sport.es.
კატალონიური კლუბი დორტმუნდის „ბორუსიის“ საოცრების, ჭაბუკი ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს და თავდასხმაში ადგილს ათავისუფლებს. შემტევების მხრივ, ბოლო დროს „ბარსას“ ერთობ სოლიდური ფეხბურთელები მოუგროვდა: ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ადამა ტრაორე.
შეგახსენებთ, რომ დეპაი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
მემფისი კატალონიურ კლუბში ყოფილი ნიდერლანდელი თავკაცის, რონალდ კუმანის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ჩაირიცხა.