პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელაშვილმა გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა. ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მედლებისთვის 24 სპორტსმენი იბრძოდა.
ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 170.64 ქულა დაიმსახურა და საერთო ჯამში 268.82 ქულით, საუკეთესო ათეულში შევიდა. მე-10 ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული რეკორდის გამეორებაა, 2006 წლის ოლიმპიადაზე იგივე პოზიციაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი გავიდა.
ქართველი სპორტსმენები გამოსვლას 12 თებერვალს განაგრძობენ, როდესაც რითმულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი გამოვა.