სებასტიან ჯოვინკო სერია A-ში დაბრუნდა

სებასტიან ჯოვინკო სერია A-ში დაბრუნდა

7-წლიანი პაუზის შემდეგ სებასტიან ჯოვინკო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას გენუის „სამპდორიაში“ გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი ლიგურიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, სერია A-ში დაბრუნება მიხარია. მივესალმები „სამპდორიას“ გულშემატკივრებს და მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ პირველ ვარჯიშს“, - თქვა იტალიელმა, რომელმაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და 21-ნომრიანი მაისური მოირგო.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ჯოვინკო ბოლოს საუდის არაბეთში „ალ ჰილალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2015-2019 წლებში „ტორონტოს“ რიგებში ჩატარებულ 142 თამაშში 83 გოლი გაიტანა. სებასტიან ჯოვინკო „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2008-2010 და 2012-2015 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მან ტურინელთა მაისურით 129 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. ჯოვინკოს ასევე უთამაშია „ემპოლისა“ და „პარმაში“, იტალიის ნაკრებში კი 23 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.