ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სლალომში იასპარეზა.
ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასა 1.00,11 წუთში გაიარა და 47-ე შედეგი ჰქონდა. წიკლაურმა მეორე ცდას ცოტა მეტი - 1.00,37 მოანდომა, მაგრამ უკეთესი - 42-ე ადგილი დაიკავა. მას 42-ე საფეხური ერგო ორი დაშვების ჯამშიც (2.00,48).
გიგანტურ სლალომში ქართველმა სპორტსმენმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და 34-ე ადგილი დაიკავა.
გახსნის ცერემონიაზე წიკლაური მოციგურავე მორის ყვითელაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრების მედროშე იყო. მისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშებია.