გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ატლანტა ჰოუქსთან“ 112:133 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30:01 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.
56 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს 12 თებერვალს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.