ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი, ხრისტო სტოიჩკოვი, რომელსაც 56 წელი დღეს, 8 თებერვალს შეუსრულდა, ჟურნალისტებს გუნდის ფრანგი ნახევარმცველის, უსმანე დემბელეს თაობაზე ესაუბრა.
„უსმანეს პრობლემა მისი გარემოცვაა. ვფიქრობ, შეცდომა დაუშვა და პატიება ძნელი იქნება. იცის, რომ ქომაგები მხარს არ დაუჭერენ. მენტალობა უნდა შეიცავლოს. კლუბის ისტორია არ იცის და ესეცაა მისი პრობლემა.
უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთი მხოლოდ სირბილი არ არის. მე იოჰან კრუიფისგან ვსწავლობდი. ასევე ვაკვირდებოდი პაპენს, ლინეკერს, გერდ მიულერს, ვან ბასტენს. მათთან ერთად ვიზრდებოდი და მინდოდა რაღაც შემეცვალა საკუთარ თამაშში.
უსმანეს ნიჭიერებაში არასოდეს დავეჭვებულვარ, მაგრამ გონიერად უნდა მოიქცეს და გამოსავალი იპოვოს - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებდა მის გაყიდვას, მაგრამ სასურველი ვარიანტი არ გამოუჩნდა.