კიელინი ტრავმის გამო „სასუოლოსთან“ და „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს

კიელინი ტრავმის გამო „სასუოლოსთან“ და „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს

„იუვენტუსის“ 37 წლის მცველი, ჯორჯო კიელინი, ტრავმის გამო გუნდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. ის „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში (2:0) დაშავდა - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

კიელინიმ კუნთი დაიზიანა. ამისდაკვალად, ის 10 თებერვალს იტალიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს „სასუოლოსთან.“ ასევე არ იქნება სერია A-ს მატჩში „ატალანტას“ წინააღმდეგ 13 თებერვალს.

საეჭვოა მისი მონაწილეობა „ტორინოსთან“ იტალიის ჩემპიონატის (18 თებერვალს) და 22 თებერვალს „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებში.