მორის ყვითელაშვილის შესანიშნავი გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე

მორის ყვითელაშვილის შესანიშნავი გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი ჩაერთო, რომელმაც ინდივიდუალურ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა.

ქართველი მოკლე პროგრამით წარსდგა, 97.98 ქულა დააგროვა და 30 სპორტსმენს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა! აღსანიშნავია, რომ მორისმა ევროპელ მონაწილეებს შორის ყველას აჯობა და ცხადია, ფინალურ, თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

30 მოციგურავიდან ფინალში 24 გადადიოდა და ყვითელაშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 97.98 ქულა მორისის პირადი რეკორდია.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური, თავისუფალი პროგრამა 10 თებერვალს გაიმართება და მედლები გათამაშდება.