NBA-ში „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 85:98 წააგო, გოგა ბითაძე კი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა.
„პეისერსმა“ პირველი პერიოდი 27:12 მოიგო, მაგრამ მომდევნო სამი მეოთხედი ძალიან ცუდად ჩაატარა, განსაკუთრებით შეტევაში და მარცხიც განიცადა. გადამწყვეტი მაინც ბოლო პერიოდი იყო, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 20 ქულით დათმეს.
გოგა ბითაძემ 16 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. გოგამ 2 პერსონალური ფოლიც მიიღო.
„ინდიანაში“ ყველაზე შედეგიანი კრის დუარტე გამოვიდა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა, „კლივლენდსაც“ 22 ქულით ულიდერა ჩედი ოსმანმა. „პეისერსმა“ ზედიზედ მესამედ წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 გამარჯვების წილ 36 მარცხი დაუგროვდა, რითაც მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.
„მილუოკი ბაქსმა“ სტუმრად ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ 137:113 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილს ამჯერად არ უთამაშია. მისი გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და 9 თებერვალს, ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ სტუმრად შეხვდება.