"ბარსელონა" მარსელო ბროზოვიჩის დამატებას გეგმავს

ხორვატიის ნაკრებისა და „ინტერის“ ფეხბურთელი მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველს კატალონელებთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულიც აქვს. ბროზოვიჩს „ინტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებაზე მოლაპარაკება კლუბთან ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ამიტომაც, „ბარსას“ სურს, რომ ხორვატი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2014 წლიდან თამაშობს და 271 თამაშში 25 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ხორვატი სამშობლოში, „ლოკომოტივასა“ და ზაგრების „დინამოს“ ღირსებას იცავდა.