"რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ფასი დაადო

იტალიური „რომას“ ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა ზაფხულში გუნდიდან წავიდეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, კლუბი მზადაა 22 წლის ნახევარმცველს შეელიოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „რომა“ ძანიოლოს 40 მილიონ ევროდ აფასებს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ნიჭიერი შემტევის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძანიოლო მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“ აწარმოებს და ზაფხულში ტურინულ გრანდში გადასვლის სურვილს გამოთქვამს.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე „რომას“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.