დიეგო კოშტა „ფენერბაჰჩეს“ შესთავაზეს

დიეგო კოშტა „ფენერბაჰჩეს“ შესთავაზეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის, დიეგო კოშტას აგენტმა, თავისი კლიენტი თურქულ „ფენერბაჰჩეს“ შესთავაზა. თავდამსხმელი 18-თვიან კონტრაქტს ითხოვს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ცოტა ხის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოშტა კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებდა.

კოშტას ბოლო კლუბი „ატლეტიკო მინეირუ“ გახლდათ, რომელთან ერთადაც ფორვარდმა ბრაზილიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.