39 წლის დეფო „სანდერლენდში

39 წლის დეფო „სანდერლენდში" გადავიდა

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჟერმენ დეფომ, ინგლისის რიგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „სანდერლენდთან“ სეზონის ბოლომდე მოაწერა კონტრაქტს ხელი.

დეფოს „შავი კატების“ რიგებში 2015-17 წლებშიც უთამაშია.

2020 წლის აგვისტოდან 2022-ის იანვრამდე ის „რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა. 74 მატჩში 32 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2004-08 და 2009-14 წლებში დეფო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახლდათ.

ინგლისის ნაკრებში კი 57 მატჩში 20-ჯერ გამოიჩინა თავი.