პოჩეტინო პსჟ-ის საფრანგეთის თასიდან გავარდნის შესახებ

პოჩეტინო პსჟ-ის საფრანგეთის თასიდან გავარდნის შესახებ

საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ნიცასთან“ მარცხის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მეტოქის კართან საკმარისად სახიფათოები არ ვიყავით. „ნიცას“ დონის გუნდთან უფრო ხარისხიანი თამაში უნდა გვეჩვენებინა, თუმცა როცა საქმე პენალტებამდე მიდის, უკვე ლატარეაა.

პირველ ტაიმში ნელა ვმოქმედებდით. თუმცა მეტოქე მცირე თავისუფალ სივრცეებს გვიტოვებდა. მეორეში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

რატომ შევცვალეთ მბაპე მეორე ტაიმში? სამედიცინო პერსონალთან შეთანხმებით, ასე გადავწყვიტეთ, უკეთესი იყო მეტად აღარ დაგვეტვირთა.

მესი? მისთვის აუცილებელი გახლდათ 90 წუთის თამაში.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ სათასო მატჩი ორშაბათს პრიზში. „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა 0:0 დამთავრდა და საქმე პენალტებამდე მივიდა, რომელიც სტუმრებმა უკეთ შეასრულეს - 5:6.