მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო ლიცენზიას ვადა გაუვიდა.
შედეგად, იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კურსები თავიდან უნდა გაიაროს, რათა მწვრთნელად მუშაობის გაგრძელება მოახერხოს. როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან დაკავშირებს აპირებს, რომ გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე და პროცესი გაამარტივოს.
კარლო ანჩელოტის თავის მდიდარ სამწვრთნელო კარიერაში 21 ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ლიცენზიის გარეშე მუშაობის უფლება არ აქვს.