დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა ინგლისურ კლუბ „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტი 29 წლის ფეხბურთელთან 6 თვის ვადით არის გაფორმებული.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და ერიქსენი მიწაზე დაეცა. მას სამედიცინო დახმარებას მოედანზე 15 წუთის განმავლობაში უწევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ერიქსენი კლინიკიდან 18 ივნისს გაწერეს.
2021 წლის დეკემბერში მან ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა.