ყოფილი მის აშშ ნიუ-იორკში 60-სართულიანი შენობიდან გადახტა და გარდაიცვალა

ყოფილი მის აშშ ნიუ-იორკში 60-სართულიანი შენობიდან გადახტა და გარდაიცვალა

მის აშშ 2019 ჩესლი კრისტი ნიუ-იორკში, 60-სართულიანი შენობიდან გადახტა და გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, 30 წლის ქალი შენობის მეცხრე სართულზე ცხოვრობდა, ბოლოს კი ის 29-ე სართულზე განლაგებულ ტერასაზე ნახეს. კრისტის ოჯახმა მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დაე ამ დღემ სიმშვიდე და მშვიდობა მოგიტანოთ“.

კრისტი ადვოკატად და ტელეწამყვანად მუშაობდა. 2019 წელს მან აღიარა, რომ ფსიქოთერაპევტს მიმართა.