ლივერპულის

ლივერპულის "ევერტონს" ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს

ლივერპულის „ევერტონს“ ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს. ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ინგლისელ სპეციალისტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა.

ლამპარდმა დანკან ფერგიუსონისა და ვიტორ პერეირას კონკურენციაში გაიმარჯვა და სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება. ის რაფაელ ბენიტესს შეცვლის, რომელიც ორი კვირის წინ დაითხოვეს.

მანამდე „ევერტონი“ უეინ რუნის დანიშვნას ცდილობდა, მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტმა მშობლიური კლუბის გაწვრთნა იუარა. „ევერტონი“ წარუმატებელ სეზონს ატარებს და პრემიერლიგაში გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა დაცილებული.

ფრენკ ლამპარდის სამწვრთნელო კარიერა „დერბი ქაუნთიში“ დაიწყო, 2019-2021 წლებში კი ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა.