საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უბრალოდ გაქრა.
„ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ არის, თითქოს ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ სეზონის გაზაფხულის ნაწილსაც ჩააგდებს, იქნება მის მიმართ ინტერესი ან 10 მილიონს მაინც გადაიხდიან? „რუბინისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი გაზაფხულია, რადგან შემდგომა დამღუპველი იყო“, - უთხრა რუსულ მედიას ღურწკაიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან უფრო შედეგიანად საქართველოს ნაკრებში ითამაშა და შვედეთის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.