"ფიორენტინა" დუშან ვლაჰოვიჩს ბრაზილიელი თავდასმსხმელით შეცვლის

ფლორენციის „ფიორენტინა“ დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელს აქტრიურად ეძებს და იტალიური მედიის ცნობით, იპოვა კიდეც.

როგორც ცნობილი გახდა, „იები“ შვეიცარიული „ბაზელის“ ბომბარდირ არტურ კაბრალს გაიფორმებენ. 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ღირებულება 15 მილიონი ევროა, რასაც იტალიელები გადაიხდიან და ფეხბურთელს გაიფორმებენ.

კაბრალს დიდებული სეზონი აქვს და 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მათ შორის, 14 შვეიცარიის ჩემპიონატში და 13 კონფერენს ლიგაზე. კაბრალი „ბაზელამდე“ „პალმეირასში“ თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსშ" 75 მილიონ ევროდ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.