დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

კითხვაზე პუტინის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ლიზ ტრასმა უპასუხა:

ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი ახალ კანონმდებლობას წარადგენს, რათა სანქციების რეჟიმი გამკაცრდეს და რუსეთში უფრო მეტი კომპანია და ფიზიკური პირი სანქციების სამიზნე გახდეს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.