კამერუნში, სადაც აფრიკის ერთა თასის მატჩები იმართება, ერთ-ერთ თამაშზე დასწრების მცდელობისას, მოედნის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულია 38 პირი, - ამის შესახებ BBC წერს.
კოვიდრეგულაციების გამო, დედაქალაქ იაუნდეში მდებარე პოლ ბიიას სახელობის სტადიონზე, რომელიც 60 000 ადამიანზეა გათვლილი, გულშემატკივრების რაოდენობა შეზღუდული იყო - საერთო ტევადობის მხოლოდ 80%-ის დაკავება იყო ნებადართული.
მომხდარის მიუხედავად, კამერუნსა და კომორის კუნძულებს შორის დანიშნული მატჩი მაინც ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით (2-1) დასრულდა.