შოთა არველაძის ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გადაწყდა

შოთა არველაძის ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გადაწყდა

შოთა არველაძის „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნვნა პრაქტიკულად გადაწყდა. ბრიტანული მედია ამის შესახებ უკვე აქტიურად წერს.

ინგლისურ კლუბს მფლობელი შეეცვალა, რამაც სამწვრთნელო შტაბშიც ცვლილებები გამოიწვია. აჩუნ ილიჩალი არველაძის მეგობარია, რომელამც „ჰალი“ შეიძინა და ქართველ სპეციალისტს გუნდის გაძღლობას ანდობს.

„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს გრანტ მაკკანი დატოვებს, ხოლო არველაძის დანიშვნა დიდი ალბათობით, 25 იანვარს გაოფიციალურდება. ქართველი სპეციალისტი 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული უმუშევარი იყო, როდესა ტაშკენტის „ფახთაქორი“ დატოვა.

მას სამწვრთნელო კარიერაში ასევე უმუშავია „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის ასისტენტად, „ქაისერისპორში“, „ქასიმპაშაში“, „ტრაბზონსპორსა“ და თელ ავივის „მაკაბიში“ მთავარ მწვრთნელად.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 27 თამაშში მოპოვებული 29 ქულით მე-19 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. უახლოეს მატჩს კი 29 იანვარს, „სუონსი სიტისთან“ ჩაატარებს.