მსოფლიოში ცნობილ ჩოგბურთელს, კრის ევერტს, რომელიც ახლა 67 წლისაა, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც თავად ამბობს, საკვერცხის 1-ლი სტადიის კიბო აქვს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ის ადრეულ ეტაპზე გამოავლინეს და ველი პოზიტიურ შედეგს ქიმიის კურსისგან“, - აცხადებს ის.
კარიერის განმავლობაში, ევერტი 18-ჯერ გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის გამარჯვებული.