ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული სტატიის ავტორი რუსეთის ინტერესებს ატარებს და საბჭოთა კავშირს ეტრფის

ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული სტატიის ავტორი რუსეთის ინტერესებს ატარებს და საბჭოთა კავშირს ეტრფის

ამ ადამიანზე მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არის ჩვეულებრივი რუსეთის მოქალაქე, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, იმყოფებოდა სოხუმში, გაგრაში და ა.შ., - ასე დაახასიათა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ბიძინა ივანიშვილის შესახებ კრიტიკული სტატიის ავტორი.

„რუსული ინტერესების გამტარი ჟურნალისტია და, ბუნებრივია, ეს თემა დახვეული აქვს ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს, რომლებიც, პირდაპირ გეტყვით, რუსეთის პროექტის ნაწილი არიან. ეტყობა ვიღაცამ დააფინანსა. ეს არის ჩვეულებრივი რუსი ჟურნალისტი, რუსეთის ინტერესების გამტარი, რომელიც არ იცავს საქართველოს ინტერესებს, არ იცავს საქართველოს კანონს და ეტრფის საბჭოთა კავშირს“, - განაცხადა ზარქუამ.