მბაპე ტრავმირებულია

მბაპე ტრავმირებულია

„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახურმა გუნდის სამედიცინო ცნობა გამოაქვეყნა, სადაც ორი ფეხბურთელის, კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრავმების შესახებ წერია.

„მბაპე მარცხენა ბარძაყის ტრავმას იშუშებს. ხუთშაბათს მას საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული პასუხის თქმა.

რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და წესით, საერთო ჯგუფს მომავალი კვირის დასაწყისიდან უნდა შეუერთდეს.“ - წერია განცხადებაში.