ნეიმარს ახალი სატრფო ყავს

ნეიმარს ახალი სატრფო ყავს

“პსჟ“-ს ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი ახლა ტრავმას იშუშებს და სარეაბილიტაციო კურსს გადის. თუმცა, ეს ბიჭი სხვა “ფრონტზე“ ტრადიციულად არ ცხრება და ახალი გულისსწორი ყავს, რომლის შესახებაც საფრანგეთის ბულვარულმა მედიამ ესპანელი კოლეგებისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც ნეიმარი და მისი ახალი გოგო კუნძულ იბიცაზე დალანდეს.

ნეიმარის ახალი სატრფო იტალიური წარმოშობის მოდელი ბრუნა ბიანკარდია, რომელიც ტოპ-მოდელი არასოდეს ყოფილა, თუმცა პოპულარობა თამამი ფოტოების ინტერნეტში გამოდებით მაინც მოუპოვებია და როგორც “ყვითელი“ მოკალმეები გვაუწყებენ, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან ხვდება.

ბრუნა ბიანკარდი ფეხბურთელს ბრაზილიაშიც კი გაჰყოლია და მისი ნათესავ-მეგობრები ისე გაუცვნია, ჩვენში ახალ რძალს ან სარძლოს რომ აცნობენ ხოლმე. როგორც ჩანს, ამ გოგოს ნეიმარის სხვა სატრფოებზე სერიოზული მიზნები აქვს და ნიადაგს ახლავე ამზადებს. ჩვენში დარჩეს და დიდი მამაილავინმე კი ჩანს!