საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის და თურქულ „პინარ კარშიაკასთან“ მეორე მატჩი ჩაატარა, რომელიც 80:88 წააგო.
შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერს მესამე შეხვედრა გადაწყვეტს, რადგან სერია ორ მოგებამდეა. დღევანდელი მატჩი დაძაბული იყო და გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც თურქებმა 25:15 მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა 31 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა. გიორგიმ 16 ქულა, 10 მოხსნა (6 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.
ამ გუნდების მესამე და გადამწყვეტი თამაში ესპანეთში გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.