იბრაჰიმოვიჩი მსაჯს:

იბრაჰიმოვიჩი მსაჯს: "არ ინერვიულო, შეცდომებს მეც ვუშვებ"

„მილანისა“ და „სპეციას“ მატჩის მთავარი მსაჯი, მარკო სერა ბოლო ორი დღეა იტალიაში ყურადღების ცენტრშია და მის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ ყველა საუბრობს.

როგორც ცნობილია, 39 წლის არბიტრმა თამაშის დასრულების შემდეგ „მილანის“ ფეხბურთელებს ბოდიში მოუხადა. ახლა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებიც გავრცელდა, რომელიც შვედმა ვარსკვლავმა მსაჯს უთხრა:

„არ ინერვიულო, შენ შეცდომა დაუშვი, ისევე, როგორც მე ვცდები“, - გაამხნევა სკანდინავიელმა ფორვარდმა მსაჯი.

როგორც ცნობილია, არჩათვლილი გოლის გამო მარკო სერას იტალიის მსაჯების ასოციაცია დასჯას უპირებს და რამდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოუწერს. შეგახსენებთ, რომ "მილანს" 22 ტურში 48 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" კი 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "ნერაძურის" თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.