მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს უკეთ თამაშიც შეუძლია.
„მიმდინარე სეზონში ბევრი ქულები დავკარგეთ. ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ საუკეთესო ოთხეულში უნდა ვიყოთ. ჩვენ საკმარისად ხარისხიანი გუნდი გვყავს, იმისათვის, რომ ეს ამოცანა შევასრულოთ.
ხანდახან კარგად ვერ ვირჯებით, მაგრამ დამერწმუნეთ, „ნაპოლის“ უკეთ თამაშიც შეუძლია. ეგ არის, დღევანდელ მატჩში მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა ის სივრცეები, რიმელსაც მეტოქე გვიტოვებდა.“ - ციტირებს სპალეტის სიტყვებს DAZN.