დღეს, 18 იანვარს, 88 წლისა გარდაიცვალა მადრიდის „რეალისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ფრანსისკო ხენტო - გვამცნობს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ხენტო ერთადერთი მოთამაშეა ფეხბურთის ისტრიაში, რომელმაც 6-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. მადრიდულ კლუბში ის 1958-71 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ხენტომ 6 ევროთასი, 12-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ორჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი, ჯამში 23 პრიზ-ტიტული მოიგო, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია.
„რეალის“ შემადგენლობაში ხენტომ 600 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა.