ფიფას დაჯილდოებაზე კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო დონეზე რეკორდის დამყარების გამო საგანგებო პრიზი გადაეცა. 2021 წელს კრიშტიანუმ პორტუგალიის ეროვნულ გუდში გატანილი გოლების რაოდენობა ჯამში 115-მდე გაზარდა და ოდინდელ რეკორდსმენს, ირანელ ალი დაეის (109) გადაუსწრო.
„ამაყი ვარ, რომ სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ჯერ კიდევ მაქვს ფეხბურთის თამაშისა და გოლების გატანის სურვილი. 5 წლიდან ვთამაშობ და ახლაც, როცა მინდორზე გავდივარ, ვარჯიშის დროსაც კი, დიდი მოტივაცია მაქვს.
მალე 37-ის გავხდები, თუმცა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და 4-5 წელიწადს თამაშს კიდევ ვაპირებ. თუ შენს საქმეს გულით აკეთებ, ის აუცილებლად გადაგიხდის სიკეთით.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Daily Mail.