მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ (2:0 გამარჯვებაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ თასი დაიმსახურეს და ძალიან ბედნიერია კარიერაშინ მოოვებული 21-ე ტიტულით.
"ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც "ატლეტიკი" იყო, კიდევ ერთი კარგი თამაში ჩავატარეთ და სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. ძალიან ბედნიერი ვარ.
"რეალი" ძალიან კარგი გუნდია, შიდა სამზარეულოში კარგი ატმოსფეროა და ეს ყველაფერი ძალას გვაძლევს ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისთვის. არასდროს ვიღლები გამარჯვებით. "ბაიერნის" შემდეგ ტიტული არ მომიგია და მიხარია, რომ ვხედავ, რამდენი ბედნიერი ადამიანია გარშემო.
ტურნირზე ორი განსხვავებული თამაში ჩავატარეთ და ორივე მაღალ დონეზე. ფინალში სხვა სტილში ვითამაშეთ, ვიდრე "ბარსელონას" წინააღმდეგ. ვაჩვენეთ, რომ ვიმსახურებთ გამარჯვებას“, - ციტირებს Marca ანჩელოტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტისთვის ეს თასი 21-ე იყო მის კარიერაში და მეხუთე მადრიდის "რეალში". გარდა ამისა, 62 წლის სპეციალისტი გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც ესპანეთის სუპერთასი მწვრთნელის რანგში მოიგო.