საბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში - ქართველ შემტევს

საბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში - ქართველ შემტევს "გალათასარაისთან" დუბლი დაუფასდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 27 წლის შემტევი საუკეთესო თერთმეტეულში beinsports-მა შეიყვანა.

ქართველმა ფეხბურთელმა „გალათასარაისთან“ (4:2) დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. საბასთან ერთად „ჰატაისპორიდან“ კიდევ ერთი შემტევი - მამე დიუფი გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში 20 თამაშში 6 გოლი და 6 საგოლე პასი შეასრულა. მან„გალათასარაის“ პირველ წრეშიც გაუტანა, ხოლო მანამდე, გასულ სეზონში 2021 წლის მარტში, „ანკარაგიუჯუს“ მაისურითაც შეძლო სტამბოლელთა წინაადღმდეგ გატანა.

„ჰატაისპორი“ 21 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, 20 იანვარს კი „ალანიასპორს“ დაუპირისპირდება.