რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Gazzetta dello Sport” საინტერესო ცნობა გაავრცელა. იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ სენსაციური მასალა მოიპოვა.
სენიორ ტანკრედის მტკიცებით, ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს გუნდის მნიშვნელოვან გაძლიერებას დაპირდა.
ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონიდან ლონდონურ გუნდში პეპე, რადამელ ფალკაო, ჟოაო მოუტინიო და ანხელ დი მარია ჩაირიცხებიან.
ბატონმა აბრამოვიჩმა ამ მოთამაშეების შესაძენი თანხა უკვე გაამზადა და მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში ზემოთდასახელებულ ფეხბურთელებს აუცილებლად „ჩელსიში“ ჩაიყვანს.
დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გუშინ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალს“ ალბათ დატოვებს და სამუშაოდ ქალაქ ლონდონში გადავა.