თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი და ცსკა-ს იოლი გამარჯვება ათენში

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი და ცსკა-ს იოლი გამარჯვება ათენში

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და ბერძნული გრანდის დამარცხება საკმაოდ ადვილად, 98:74 მოახერხა.

პირველ ტაიმში მოსკოველები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, რაც ცხადია მატჩის ბოლომდე არ გაუნიავებიათ.

თორნიკე შენეგლიამ პარკეტზე 19:57 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 16 ქულით, 4 ქულით და 4 პასით დაეხმარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩაგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 11 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს, შინ ფრანგულ „ლიონ-ვილარბანთან“ გამართავს.