სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ გასულ თვეს, 16 დეკემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, იზოლაციის წესები დაარღვია, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ის აცხადებს, ვირუსის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ჟურნალისტს შეხვდა ინტერვიუსთვის.
„ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი.
ჯოკოვიჩს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არაა აცრილი, ავსტრალიაში შესვლისას პრობლემები შეექმნა, თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო. სპორტსმენი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდება.