„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსთან“ დრამატულ ბრძოლაში მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ჯალოროსი“ 70-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა და პორტუგალიელმა ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ კოლაფსად შეაფასა.
„70 წუთის განმავლობაში თამაშს აბსოლუტურად ვაკონტროლებდით, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, დიდი მენტალიტეტით, მაღალ პრესინგს ვთამაშობთ და თამაშს ვაკონტროლებდით. 70 წუთი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი ფსიქოლოგიური კოლაფსი იყო. 3:2-მა მომკლა. ფელიქს აფენა-გიანმა შესანიშნავად ითამაშა, შევცვალე და ფეხბურთელი, რომელიც თამაშში ჩაერთო, მაშინვე შეცდა. ძლიერი მენტალიტეტის გუნდში 3:2 პრობლემა არ არის, იგებ და თამაშს აკონტროლებ, ჩვენთვის კი ეს პრობლემად იქცა, რადგან კომპლექსები გაჩნდა, ფსიქოლოგიური სისუსტე და ა.შ. გვაქვს პრობლემები, რაც წარმოიშვა დიდ გუნდებთან იშვიათი გამარჯვებებით.
თამაში 70-ე წუთზე რომ დასრულებულიყო, ვიტყოდი, რომ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ 70-ე წუთზე არ დასრულებულა. ბევრი პრობლემაა, სათადარიგო სკამზე შეზღუდვა გვაქვს, ახლა ახალ ნახევარმცველს დავიმატებთ, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს და დაგვეხმარება. მე არ ვარ მიჩვეული ასეთი გუნდის პროფილს, მაგრამ აქ ბიჭების დასახმარებლად ვარ. სამწლიანი კონტრაქტი მაქვს და ამ პერიოდში ყოველდღე იმისთვის ვიმუშავებ, რომ ძლიერი ხასიათი შევიძინოთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი უნდა წამოვიდნენ ჩემი მიმართულებით და არა მე მათი მიმართილებით“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ სერია A-ში 32 ქულით „ფიორენტინასთან“ ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება.