ლიკვიდაცია თუ რეორგანიზცია? - რატომ აუქმებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

ლიკვიდაცია თუ რეორგანიზცია? - რატომ აუქმებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

ლიკვიდაცია თუ რეორგანიზცია - ვინ როგორ იგებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს გაუქმება კი არა ინსტიტუტის რეფორმირება და რეორგანიზაციაა. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეს ინსპექტრორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული შურისძიებაა, რომლის უკანაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დგას.

პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. ამასთან, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას.

კანონპროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თოლორაის სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მისთვის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა ხელისუფლებას მისი დაძლევის სრული ბერკეტი აქვს.

საკანონმდებლო ინიციატივას ომბუდსმენი ნინო ლომჯარია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ნინო ლომჯარია თოლორაიას მხარდაჭერას დაპირდა და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული ადამიანების უფლებებს დაიცავს.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა კეთილგონიერება გამოიჩინოს და კანონპროექტს ვეტო დაადოს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ვეტო უნდა დაადოს. თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ ამ ვეტოს“, - აცხადებს ლომჯარია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის არსებული ინსტიტუტი და ასევე, ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

„რაც ამ ინსტიტუციაში მდგომარეობს, არის ის, რომ კანონით სამ კონსტიტუციურ ორგანოს აქვს შეზღუდული მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. მაგალითად, პერსონალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს არის ომბუდსმენის ექსკლუზიური კომპეტენცია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ ამ ორგანოს ჩამოჭრილი აქვს და გადაცემული აქვს კონკრეტულ ეკლექტურ ინსტიტუციას. იგივე ეხება გამოძიებას, როგორც პროკურატურის, ასევე აღმასრულებელი შტოს, მთავრობის ექსკლუზიური კომპეტენციები აქვს ჩამოჭრილი და გადაცემული აქვს ეკლექტურ ორგანოს, რომელიც კანონის დონეზეა ჩამოყალიბებული. ეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. ხვალ შეიძლება ვიღაცამ მოინდომოს და შექმნას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მაგალითად სასჯელაღსრულების სფეროში - ჩამოეჭრება კიდევ ერთი პატარა პორცია ექსკლუზიური კომპეტენციების ომბუდსმენს და გადავა გაუგებარი ორგანოს ქვეშ“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რამდენიმე წლის წინ იქმნებოდა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან არაერთი წინააღმდეგობა იყო. მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას მიმართ მთელი ოპოზიცია ამხედრდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2013 წელს ეკა გიგაური და სხვა ენჯეოები მურუსიძის სასამართლოს სისტემიდან გაშვების წინააღმდეგები იყვნენ. ახლა მურუსიძის წინააღმდეგები არიან. ამიტომ მათი არათანმიმდევრული პოლიტიკი გამო ქვეყანა ზიანდება.

„ის რომ ეს სამსახური ორად იყოფა, პირიქით, უფრო კონტრპროდუქტიული იქნება და მისი ფუნქციები კი არ იკვეცება, იზრდება. მაგალითად, როგორც დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურის გაერთიანება არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ინსპექტორის სამსახურს როგორც საგამოძიებო ფუნქცია მივცეთ, ასევე პირადი მონაცემების დაცვის ფუნქცია. ამიტომ აქ რაიმე პიროვნულ დაპირისპირებაზე და წყენაზე კი არ არის საუბარი, აქ არის სამსახურის მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე.

ოპონენტების მხრიდან ძალიან გულუბრყვილოა იმაზე აპელირება, რომ თურმე ლონდა თოლორაიამ იუსტიციის სამინისტროს 2000 ლარიანი ჯარიმა რომ გამოუწერა და ამის გამო თურმე ხელისუფლება, გაბრაზებული ინსპექტორის სამსახურს აუქმებს. რატომ ავიწყდებათ, რომ ამ სამსახურის ფუნქციები 1 მარტამდე ნარჩუნდება. ასე რომ, მანიპულაციები და ორმაგი სტანდარტები არასერიოზული პოლიტიკოსების და ენჯეოების საქმეა. მმართველი გუნდი ძალიან ინტესიურ რეჟიმში მუშაობს ამ კანონპროექტის ახსნისთვის და საზოგადოება გასაგებად გაიგებს რა და რატომ ხდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება მოლოდინს, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს, აბაშიძე ამბობს, რომ თუკი ეს ასე მოხდება, ამაშიც გასაკვირი და საგანგაშო არაფერი იქნება.

„ამაში ვერაფერს დრამატულს ვერ ვხედავ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომელიც თუნდაც ამერიკაში ხდება. პრეზიდენტსა და კონგრეს შორის მსგავსი არაერთი შემთხვევა ხდება. პირიქით, ზურაბიშვილი ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ის „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი არ არის. უბრალოდ ტრაგიკომიკურია ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილს არჩევის დღიდან პუტინის სამსახურს უწოდებდა და ახლა ქვეყანაში პოლიტიკური ერთობის ერთ-ერთ გარანტად მიიჩნევს. კიდევ ერთხელ იმ თემას ვუბრუნდებით, რომ ცალკეული ოპოზიციონრები არათანმიმდევრულები და უპრინციპოები გვყავს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ რაღაცა თუ კარგად არ მუშაობს, ანუ ინსტიტუტი იქნება თუ სხვა რამ, ვინც ხელმძღვანელია, მან ეს ყველაზე კარგად იცის. ამიტომ ალაფიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის არასათანადო მუშაობის ან სხვა პრობლემების შესახებ ხელისუფლებას ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლონდა თოლორაიასთან ერთად უნდა მოეგვარებინა. ხელისუფლებამ კი ეს მისი გვერდით ავლით გადაწყვიტა, რამაც ლოგიკური კითხვები გააჩინა.

„ალბათ, ლონდა თოლორაიამ ყველაზე კარგად იცის მის სამსახურში რა პრობლემებია. ამ შემთხევაში, გარე ადამიანმა, საქმეში რაც არ უნდა ჩახედული და თეორეტიკოსი იყოს, მან რა იცის თოლორაიას შიგნით არ პრობლემები აქვს? ადამიანს, რომელიც ამ ინსტიტუტს უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს, გარე პირები ეუბნებიან, რომ პრობლემები აქვს და უნდა გადაუწყვიტონ. როცა სახელმწიფო ინსპექტორი ეუბნება, რომ პრობლემა საგამოძიებო სამსახურის და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ერთად ყოფნაში კი არა, პროკურატურის მძევალი რომ ვარ ის არისო, იმაზე სიტყვას არ ამბობენ. თუ ამ ლოგიკურ ნაბიჯებს გავყვებით, სინამდვილეში ის პრობლემა რასაც პოლიტიკოსები ასახელებენ, არ არსებობს.

უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, რომელიც ხელისუფლების დღის წესრიგში არ არის. „ოცნებას“ ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ ბევრი გაბრაზება დაუგროვდა. აქ საქმე მარტო მიხეილ სააკაშვილის თემას არ ეხება. გასულ წელს, სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურმა, სადაც მე როგორც ადვოკატი ვმონაწილეობდი, იუსტიციის სამინისტრო კანონდამრღვევად სცნო და დააჯარიმა. საქმე იმ შემთხვევას ეხება, როცა წულუკიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ერთ-ერთ პატიმართან შეხვედრა გაასაჯაროვა“, - ამბობს ალაფიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუკი ამას იმ გარემოებას დავუმატებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გამოყენებული იქნება, მაშინ ხელისუფლებას დააზიანებს. შესაბამისად, „ოცნებას“ ყველაფერი ეს ყელში ამოუვიდა და რისკების თავიდან ასაცილებლად თოლორაიას თავიდან მოშორება უნდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენებას, ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისგან ნაკლებად მოსალოდნელია. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ შეძლებს და პრეზიდენტს დაარწმუნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„მგონია პრეზიდენტის განცხადება ლონდა თოლორაიას მიმართ მხოლოდ დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე იყო გაკეთებული. ბოლო დროს შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიზანმიმართულად ემიჯნება და ამას დასავლეთისთვის საჩვენებლად აკეთებს. არ ვიცი ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებული თამაშია თუ პრეზიდენტს ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება სურს. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მგონია „ოცნება“ მას დაარმწუნებს ეს არ გააკეთოს“, - ამბობს ალაფიშვილი for.ge-სთან.

ზურაბი ჩემი აზრით კადრები რომლებიც გაუშვეს ტელევიზიით როგორ შეიყვანეს სააკაშვილი კამერაში,რასაც მოყვა დაჯარიმება, ჯერ უნდა შეესწავლათ და გამოეძიებიათ რაც ითქვა წამების შესახებ სიმართლე იყო თუ არა და ვინაიდან საზოგადოებაში მუსირებდა აზრი სააკაშვილის წამების შესახებ, იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა ეჩვენებინა ის ჩანაწერი სადაც ნათლად ჩანს რომ არ ჰყოფილა წამება, ინსპექტორის სამსახურმა ყოველგვარი ძიების გარეშე დააჯარიმა კადრების გამშვები. ამიტომ არ უნდა იყოს ერთად გამოძიება და აღსრულება.კადრები რომ არ გაეშვათ რჩებოდა შთაბეჭდილება რომ პატიმარს აწამებენ და მასზე ძალადობენ.
7 თვის უკან
trampi ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევებია, როცა არასამართლიან და არასწორ შეფასებებს ვისმენთ - ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ



ბოჯოს ბოჯოს............................ყოჩაღ.... ყოჩაღ!!!!
რაც ამათვის ამ კოლუმბის გამო მიგინებია, მგონი ეხლა ცოტა აზრზე მოდიან.......
ცოტა ყურებს გამოფხეკვა დაიწყეს ....................ღმერთმაც ქნას!!
(ოღონდ თუ კოლუმბმა ეს ურჩობები ამათ შეარჩინა და ამათ ტრაკში ფიტილი თუ არ გაუკეთა).....
რაცა გვჭირს 70 % სუ ამ ჩათლახი კოლუმბის დამსახურებააა, ნაცების მხრდაჭერის გამო ქვეყანას რომ სათავისოდ არეინებენ --...კანეშნა, მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება....... კოლუმბს ეგრე აწყობს
ესენი ეგრე თუ არ მოიქცევიან, ეს ოცნება ხალხს სულ დაკარგავს და მოგჭამათ მერე ოცნებამაც და ქვეყანამაც ჭირი
ისე კი ეს ყველაფერი ღარიბაშვილის დამსახურებაა.....
არადა ძაან ძაან მისწორდება ამ ამერიკის ლენჩს თავზე რომ აკუკებენ....მალადეც მახარაშვილი, მალადეეეც....ის კიდევ სიბრაზისაგან და თავზე ლაფის დასხმისგან ბოლოხანებში გულგასიებული რომ დადის .....
ხუმრობა ხო არაა----- ამერიკის ელჩს, (ნოშრევანს, ქვეყნის სიამაყეს) თავზე აჯვამენ
.........წავიდნენ მაგათი....კოლუმბის კეთილებიც....ქუნემ
7 თვის უკან