გუშინ უზენაეს სასამართლოში დაიწყო ე.წ. „კულინარების“ სასამართლო პროცესი.
„კულინარების“ საქმის განსასჯელებს ბრალი ედებათ ორი ადამიანის მკვლელობასა და ადამიანის გატაცებაში ფულის გამოძალვის მიზნით.
საბრალდებო სკამზე ძის განსასჯელი დავით ქინქლაძე, რომელსაც გამოძიება ბრალად სდებს ექიმ ბორის ბოხუას მკვლელობას.
სასამართლო კოლეგიამ დაიწყო საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნება. როგორც ირკვევა, გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა ექიმი ბოხუა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს ქინქლაძის ბრალეულობის საკითხი.
„ეს ბიჭები ორი ომის ფონზე აღიზარდნენ. იმ დროს საქართველოში არსებობდა იარაღის კულტი. ეს ბავშვები დაძაბულ პერიოდს სუფთა დაფებივით შეხვდნენ“, - აცხადებს ქინქლაძის ადვოკატი.
ბუნებრივია, ადვოკატები ეცდებიან რომ სასამართლომ გაითვალისწინოს დანაშაულის საზოგადოებრივი და სოციალური ასპექტები.