„მონაკოს“ ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის დათხოვნას აპირებს - გვამცნობს L'Equipe.
წყაროს ინფორმაციით, მმართველები უკმაყოფილო არიან გუნდის არასაკმარისი პროგრესით და მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის გაუცხოებული ურთიერთობით.
კოვაჩი „მონაკოში“ 2020 წლის ზაფხულში მივიდა. მანამდე ის „ბაიერნში,“ „აინტრახტსა“ და ხორვატიის ნაკრებში მუშაობდა.
„მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ, 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.