„მილანი“ ერნანდესს ახალ, წელიწადში 4,5 მილიონევროიან კონტრაქტს სთავაზობს

„მილანი“ ერნანდესს ახალ, წელიწადში 4,5 მილიონევროიან კონტრაქტს სთავაზობს

„მილანი“ აგრძელებს მოლაპარაკებას მარცხენა მცველ ტეო ერნანდესთან. კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს 2026 წლამდე, წელიწადში 4,5 მილიონევროიანი ანაზღაურებით - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ერნანდესის კლუბთან ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მისი ჯამაგირი კი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.

ერნანდესი „მილანში“ 2019 წელს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“.

სერია А-ს მიმდინარე სეზონში ფრანგმა უკანახაზელმა 15 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.