ჟორჟინიომ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ჟორჟინიომ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ინგლისის პრემიერლიგაში 2021 წელს 10 პენალტი გაიტანა, რითაც პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.

ერთ კალენდარულ წელიწადში იტალიელ ნახევარმცველზე მეტი პენალტი პრემიერლიგაში არავის გაუტანია. მან მეტ ლე ტისიეს 1994 წელს და სტივენ ჯერარდის 2014 წელს დააფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა (ორივე შემთხვევაში 9 პენალტი წელიწადში).

იტალო-ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ამ შედეგს ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" (3:1) შესრულებული დუბლით უწია. საინტერესოა, რომ "ვილა პარკელებს" სტივენ ჯერარდი ავარჯიშებთ.

აქვე გეტყვით, რომ ჟორჟინიომ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეხუთე პენალტი გაიტანა. ის „ჩელსის“ მაისურით პრაქტიკულად უშეცდომოდ ურტყამს, სამაგიეროდ, იტალიის ნაკრებში ბოლო 3 პენალტი ვერ გამოიყენა, მათ შორის ორჯერ შვეიცარიასთან, რის გამოც „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავიდა და პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.