„კრუზეირუს“ პრეზიდენტმა, სერჟიუ სანტუშ როდრიგეშმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბს ფიფას მიმართ 7,7 მილიონი ევროს დავალიანება აქვს და მისი გადახდა ახალ მფლობელს, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ დიდვარსკვლავს, რონალდოს მოუწევს.
„რონალდო ვალს გადაიხდის. თეორიულად კლუბი ასოციაციას ეკუთვნის, მაგრამ თუ ვალი არ გადავიხადეთ, თამაშის უფლებას არ მოგვცემენ.
მომავალ სეზონში დიდი დანახარჯები გვექნება, როდრიგინუსთან ვაპირებთ კონტრაქტის გაფორმებას. რონალდოსთან ერთად მაღალი მიზნებისთვის გვინდა ვიბრძოლოთ, მოთამაშეებს ხელფასები არ დავუგვიანოთ, რათა ფიფასგან დამატებითი სანქციები არ დაგვეკისროს.“ - ციტირებს როდრიგეშის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ „კიჭამ“ რამდენიმე დღის წინათ იყიდა „კრუზეირუს“ აქციების 90 პროცენტი 62,5 მილიონ ევროდ და კლუბის მფლობელი გახდა.