„იუვენტუსი“ მორატას იჯარას აღარ გაუგრძელებს

„იუვენტუსი“ მორატას იჯარას აღარ გაუგრძელებს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი, ალვარო მორატა, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ტურინელები მას იჯარას აღარ გაუგრძელებენ - გვამცნობს Calciomercato.com.

მორატა მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთრებაა და ორწლიანი იჯარის წესით თამაშობს „იუვენტუსში.“ იჯარას ვადა სეზონის ბოლოს გასდის და ტურინული კლუბი მას აღარ გამოისყიდის. „ატლეტიკო“ ესპანელში 35 მილიონ ევროს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში მორატამ „იუვენტუსის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.