„ფენერბაჰჩემ“ ლიოვს კონტრაქტი შესთავაზა

„ფენერბაჰჩემ“ ლიოვს კონტრაქტი შესთავაზა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, შესაძლოა, თურქული „ფენერბაჰჩე“ ჩაიბაროს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობამ 61 წლის გერმანელ სპეციალისტს 2024 წლამდე შესთავაზა კონტრაქტი და ახლა მის პასუხს ელოდება.

გასულ კვირას „ფენერმა“ პორტუგალიელი მწვრთნელი, ვიტორ პერეირა დაითხოვა.

ლიოვი ადრეც მუშაობდა „ფენერბაჰჩეში“ 1998-99 წლებში. გერმანიის ნაკრებს კი ის 2006-21 წლებში ხელმძღვანელობდა და ევრო 2020-ის შემდეგ დატოვა პოსტი. ლიოვის თავკაცობით ბუნდესნაკრებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.